მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულები სიონის მთაზე შეიკრიბნენ და წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად. დედა ღვთისამ მოისურვა მოციქულებრივ ქადაგებაში მონაწილეობის მიღება და მას ივერია ხვდა წილად. სულიწმიდის გარდამოსვლისთანავე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოში გასამგზავრებლად გაემზადა, მაგრამ უფალმა მისი იერუსალიმში დარჩენა ისურვა და აღუთქვა, რომ არ უარყოფდა მის წილხვედრ ქვეყანას.
ღვთის განგებით ჩვენს ქვეყანაში საქადაგებლად მოციქული ანდრია პირველწოდებული [...]
მოწამე აბო ტფილელი დაიბადა არაბეთში 750 წლის ახლო ხანებში. აბოს მშობლები დახელოვნებულნი იყვნენ ნელსაცხებელთა დამზადებაში და აბოც ამ ხელობას დაეუფლა – “იყო ხელოვან კეთილად შემზავებელი სუნელთა მათ საცხებელთა და სწავლულ იყო მწიგნობრობათა სარკინოზთათა”.
არაბებს დაპყრობილი ჰქონდათ საქართველო და ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარი-ტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, “ვითარცა ლერწამი [...]
ღირსი მამა არსენ იყალთოელი XI-XII საუკუნეების მიჯნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მოღვაწე, მთარგმნელი, ენციკლოპედისტი, ჰიმნოგრაფი და ფილოსოფოსი იყო. დავით რექტორი წერს: "ესე არსენ იყო გვარად ვაჩნაძე, იბადის ძე, კაცი ბრძენი და მეცნიერი და ელინურისა ენისა ზედმიწევნილი. აქუნდა შკოლა იყალთოს მონასტერსა და იყო მოძღვარი სამეცნიერო დავით აღმაშენებელისა მეფისა".
ღირსი მამის ცხოვრება დაწვრილებით არ შემონახულა, ვიცით მხოლოდ, რომ ის [...]
წმიდა მეფე სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784) ძმა იყო. დედა – ელენე კი ქართლ-კახეთის ერეკლე II (+1798) ასული. დავითი ძირითადად დედულეთში იზრდებოდა. ბიბლიური დავითის მსგავსად უფალმა ისიც ბავშვობაში გამოარჩია და უმემკვიდროდ დარჩენილმა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ღვთის განგებით სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი.
დავითი იზრდებოდა [...]
წმიდა ანტონ მარტყოფელი ედესაში მოღვაწეობდა, სადაც იესუ ქრისტეს ის ხელთუქმნელი ხატი იყო დაცული, რომელიც თვითონ იესუ ქრისტემ გაუგზავნა ედესის მეფე ავგაროზს. ხატი ქალაქის კარიბჭის თავზე აღმართა მეფემ და იგი ქალაქის მფარველ სიწმიდედ იქცა. ავგაროზის შვილიშვილმა, რომელმაც უარყო ქრისტე, გადაწყვიტა გაენადგურებინა ხატი. ედესის ეპისკოპოსმა იმავე გალავანში გადამალა ხატი, წინ ანთებული კანდელი დაუდო და ამოაშენა.
540 წლის ახლო [...]
ღირსი ექვთიმე აღმსარებელი (ესტატე კერესელიძე) დაიბადა 1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების კეთილმორწმუნე ოჯახში. სადმელის სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდგომ რაჭაში არსებული მძიმე ეკონომიკური პირობების გამო თხუთმეტი წლის ყმაწვილი ესტატე გაემგზავრა ჯერ ქუთაისში, შემდგომ – თბილისში, სადაც ერთ-ერთი სასტუმროს მზარეულის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. აქ მან გაიცნო წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხაზინადარი და მოურავი, [...]
წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს
ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვრის
მაქსიმე ქიქოძის ოჯახში.
1840-45 წლებში გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე) სწავლობდა
თბილისის, შემდეგ ფსკოვის და ბოლოს პეტერბურგის სემინარიაში. 1849 წელს დაამთავრა
პეტერბურგის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით. ამავე წელს დაოჯახდა და
დაბრუნდა საქართველოში; 1849 წელს დაინიშნა თბილისის სემინარიის ინსპექტორად, 1854
წელს ეგზარქოსის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, შემდეგ [...]