ხატმწერი მადონა ლანჩავა

00029

თუ თქვენ გექნებათ სურვილი შეუკვეთოთ ხატი, მოგვმართედ შემდეგ მისამართზე: mozardebi@mail.ru

ხატწერა

ფრესკები

მინიტური

მინანქარი

ლექსები პატრიოტულ თემაზე

ასი ათასი ვარსკვლავი

დღე იდგა გაფითრებული,
რა წილი ერგო ორგვარი _
სასტიკიც და ულმობელიც
და თანაც გასაოცარი.

მიწას მოეღო უფსკრული,
ცას ცის კარიბჭე გაეღო
და კეთილი და ბოროტი
ერთმანეთისგან გაეყო…

დღე იდგა თითქოს განკითხვის,
მტკვარი ოხრავდა, მოთქვამდა,
არ მოსწრებოდა ამნაირს,
თუმცა დიდი დღე მოსდგამდა.

ქართველთა უდრეკ თავებით
მისი კალთები აივსო,
ვერავინ გამოარკვევდა,
წყალი თუ სისხლი არისო.

თბილისს ეკვროდა გალავნად
მტერი ურიცხვი, ულევი…
იდგა გოდება, ტირილი,
ვაება _ გამოულევი.

სიონი აალებული
ისეთი ცეცხლით იწვოდა,
განა ცხელოდა… მის გულში
სამარესავით ციოდა…

სიკვდილიც [...]