|
|
Archive for the ‘ტრაპეზი: მარტი’ Category
ხაში ძროხის შიგნეულობისა და ჩლიქებისა
საჭიროა:
ფაშვი და ჩლიქები _ 2 კგ
ნიორი 15-20 კბილი
მარილი _ გემოვნებით.
კარგად გასუფთავებული და გარეცხილი ძროხის ფაშვი და ჩლიქები დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად. ჩავყაროთ ბლომად ცივ წყალში და ვხარშოთ მანამ, სანამ წვენი არ შესქელდება და ჩლიქები არ ჩაიშლება. სუფრაზე მიიტანეთ ცალკე მათლაფით ხაში და ცალკე _ დანაყილი ნიორი და მარილი.
თუ გსურთ ხაში თეთრი გამოვიდეს, [...]
არტალის წვნიანი
საჭიროა:
ძროხის კანჭები
ნიახური _ 3-4 ძირი,
ნიორი, მარილი _ გემოვნებით.
კარგად გაწმენდილი და გარეცხილი ძროხის ხორცი გავჭრათ 4 ნაწილად და დიდი ქვაბით დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვპეროთ. ჩავამატოთ დაფნის ფოთოლი. ვხარშოთ, ვიდრე ძარღვებიანად ხორცი არ ჩაიშლება.
ცალკე მივიტანოთ დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ნიახური და მარილი.
ზინა გოგორიშვილის უმი ბადრიჯნის სალათა
ეს სალათი ზამთრისთვისაც გამოდგება
საჭიროა:
1 კგ ბადრიჯანი
350 გ ხახვი
1 [...]
დუშბარა
საჭიროა:
ბულიონისთვის: 4 ჩ/ჭ წყალი, 500 გ ცხვრის ხორცი, 25 გ დუმა, 2 თავი ხახვი, 1 ძირი მწვანე ხახვი, თითო კონა კამა, ტარხუნა, ოხრახუში, 5 მარცვალი პილპილი, თითო მწიკვი ზაფრანი, ხმელი პიტნა, რეჰანი, მარილი
ცომისთვის: 2 ჩ/ჭ ფქვილი, 1/4 ჭიქა შრატი, მარილი
ფარშისთვის: 500 გ ცხვრის ხორცი, 50 გ დუმა, 1 თავი ხახვი, 6 კბილი ნიორი, რეჰანი, პიტნა, [...]
ქათმის ხარჩო
საჭიროა:
ქათამი,
ბრინჯი ან ვერმიშელი _ 1 ჩ/ჭ
ხახვი _ 4-5 თავი
პამიდორი _ 1 კგ
ნიგოზი _ 1 ჩ/ჭ
ოხრახუში _ 3-4 ძირი
ქინძი _ 3 ძირი
ზაფრანი, ნიორი, წიწაკა, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, მარილი _ გემოვნებით.
გასუფთავებულ აქნილ ქათამს დუღილისას მოვხადოთ ქაფი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ბრინჯი ან ვერმიშელი და მოვხარშოთ.
ცალკე მოვხარშოთ გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი პომიდორი.
კარგად დავნაყოთ ნიგოზი, ზაფრანი, ნიორი, [...]
რატომ ცხოვრობდნენ რომაელი დიდგვაროვნები ღარიბულად
ძველი რომაელები პირველ ხანებში _ ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნემდე, მარტივი, სადა, სიმდიდრესა და ფუფუნებას მოკლებული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ოჯახის მთავარი ნივთი იყო გრძელი და ფართო `სკამლოგინი~, რომელზედაც კიდევაც იძინებდნენ, კიდევაც სადილობდნენ, წერდნენ და კითხულობდნენ.
მთელი ხუთასი წლის მანძილზე რომაელმა არ იცოდა, რა იყო გამომცხვარი პური. პურის ნაცვლად იგი ჭამდა ასლს, ანუ სპელტის სქელ [...]
ფრანგულად ჩახრაკული კურდღლის ხორცი
6-8 ულუფისათვის საჭიროა:
1200 გ კურდღლის ხორცი
2 კბილი ნიორი
8-10 თავი საშუალო ზომის ხახვი
1 კონა ოხრახუში
3-4 ს/კ კარაქი
125 ღორის ქონი
1 ჩ/. თეთრი ღვინო
1 ს/კ ტომატი-პიურე
200 გ ქამა სოკო
ქვაბში გავადნოთ კარაქი, ჩავალაგოთ კურდღლის ხორცი და ღორის ქონის ნაჭრები, ცოტა ჩავხრაკოთ, 10 თავი ხახვი, ნიორი, ოხრახუში, წვრილად დავჭრათ და ავურიოთ ერთმანეთში, დავასხათ ცოტა წყალი, თეთრი ღვინო [...]
ჩიხირთმა
საჭიროა:
ქათამი სასურველია მსუქანი
ხახვი _ 3-4 თავი
პურის ფქვილი _ 2 ს/კ
კვერცხის გული
ძმარი _ 2 ს/კ
ნედლი ქინძი _ 1 კონა,
ნიორი _ 3 კბილი
მარილი _ გემოვნებით.
მრგვლად მოხარშული დედალი ბულიონიდან ამოიღეთ და ცოტა მარილი მოაყარეთ.
ხახვი წვრილად დაკეპეთ და ერბოში, კარაქში ან ქათმის ქონში მოშუშეთ. როცა ხახვი კარგად დარბილდება და გაოქროსფერდება, დაუმატეთ პურის ფქვილი და 2-3 წუთი განაგრძეთ შუშვა, შემდეგ [...]
ჩახოხბილი
საჭიროა:
ხორცი _ 1კგ
პომიდორი _ 1კგ
ხახვი _ 500 გ
ნიორი _ 3-4 კბილი
კვერცხი _ 2ც
ქინძი, ოხრახუში, რეჰანი _ თითო კონა.
ჩახოხბილისათვის გამოიყენება როგორც ქათმის, ისე ბატკნის და კურდღლის ხორციც. ხოხობი ყველას სჯობს.
გამზადებული დაჭრილი ხორცი გაწურეთ და ქვაბში ჩაყარეთ, შედგით საშუალო ცეცხლზე, რომ არ მიიწვას, წვრილად დაჭრილი ხახვი ჩაყარეთ, როცა ხორცი თითქმის მოიხარშება, თუ წყალს მანამდე ვერ დაიშრობს, გადმოწურეთ [...]
თევზის მუჟუჟი
საჭიროა:
თევზი _ 1კგ
ხახვი _ 2-3 თავი
ძმარი _ 1/4 ჩ/ჭ
სტაფილო _ 2-3 ცალი,
დაფნის ფოთოლი _ 2-3 ცალი
პილპილი და მარილი _ გემოვნებით.
კეფალს ან ლოქოს გამოვაცალოთ ძვლები, მოვხარშოთ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. როცა მზად იქნება, ამოვალაგოთ, ჩავაწყოთ დაბალ ფართოპირიან ქვაბში და დავასხათ გაწურული ნახარში ისე, რომ თევზი დაიფაროს. ჩავამატოთ მოხარშული, მრგვლად დაჭრილი სტაფილო, ოხრახუშის თეთრი ძირები, ხახვი, [...]
კოქტეილი `დილა~
საჭიროა:
1 ჩ/ჭ რძე
2 ს/კ ფორთოხლის წვენი
4 ს/კ ანანასის წვენი
4 ს/კ ნაღების ნაყინი
ყველა ინგრედიენტი მიქსერით ათქვიფეთ, ჩაასხით კოქტეილის ჭიქაში.
ძროხის ხორცის სუპხარჩო
საჭიროა:
ხორცი
ხახვი _ 3-4 თავი
ბრინჯი ან ვერმიშელი _ 1 ჩ/ჭ
დაფნა _ 2-3 ცალი
ოხრახუში, ქინძი _ 3-3 ძირი
პამიდორი _ 5-6 ც ან პასტა 1 ს/კ
რეჰანი, ხარჩოს სუნელი, წიწაკა, ნიორი, მარილი _ გემოვნებით.
მსუქანი ძროხის ხორცი დავჭრათ და დავდგათ [...]
|
|