|
|
Archive for the ‘ტრაპეზი: აპრილი’ Category
ციცინო ნაცვლიშვილის ძმრიანი ლობიო
საჭიროა:
1 კგ ჭყინტი ლობიო
3-4 კბილი ნიორი
0,5 ჩ/ჭ ძმარი
1 კონა ქინძი, მარილი
მთელ-მთელი ლობიო ისე მოხარშეთ, რომ ფორმა არ დაკარგოს. გადაიტანეთ საწურზე. დაწრეტილი ლობიო ჩაყარეთ მომინანქრებულ ჯამში, მოაყარეთ დაკეპილი ქინძი, მოასხით მარილთან ერთად დანაყილი და ძმარში გახსნილი ნიორი და ფრთხილად აურიეთ.
ჰამბურგერი
საჭიროა:
70 გ კეტჩუპი
100 მლ წყალი
100 გ მაიონეზი
ცხიმში მოხრაკული 100 გ ხახვი
2 ცალი სალათის ფურცელი
1 [...]
კორკოტი
საჭიროა:
ხორბლის ბურღული _ 1 კგ
ერბო ან სხვა ცხიმი _ 60 გ
შაქარი ან თაფლი _ 100 გ
ნიგოზი _ 1/2 ჩ/ჭ
ხორბლის ბურღული დაალბეთ ნელთბილ წყალში. გადაწურეთ და მოხალეთ ტაფაზე. ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ხარშეთ 2-2,5 საათი. შემდეგ ჩაამატეთ ცხიმი, შაქრის ფხვნილი ან თაფლი და მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი.
კოლიო
საჭიროა:
ხორბალი _ 1კგ
ქიშმიში _ 200 გ
თაფლი _ 200 გ
ნიგოზი _ 200 [...]
კარტოფილიანი ომლეტი
საჭიროა:
2 თავი კარტოფილი
1 თავი ხახვი
2 კვერცხი
1 ს/კ ნაღები
მარილი, პილპილი, ჯავზი _ გემოვნებით
100 გ ბეკონი
ნახევარი კონა მწვანე ხახვი
1 ს/კ ზეთი
კანიანად მოხარშული კარტიფილი გაფცქვენით, წვრილად დაჭერით. სიგრძეზე დაჭრილი ბეკონი შებრაწეთ, გადაიღეთ თეფშზე, დარჩენილ ცხიმში მოხრაკეთ ხახვი და დაუმატეთ კარტოფილი. როცა დაიბრაწება, მოასხით სუნელებშეთქვეფილი კვერცხი, მოაწყვეთ თავზე ბეკონი, მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი, დაახურეთ თავზე და დაბალ ცეცხლზე [...]
ბადრიჯნის საცივი უნიგვზოდ
საჭიროა:
ბადრიჯანი _ 6კგ
ხახვი _ 2 კგ
ნიორი _ 200 გ
ზეთი _ 1/2 ლ
ღვინის ძმარი _ 1/2 ლ
ხმელი ქინძი, ზაფრანი, უცხო სუნელი _ 3-3 ჩ/კ
თხლად დაჭრილ ბადრიჯანს მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ 4-6 საათი, გაწურეთ. ჩაყარეთ ალუმინის ქვაბში, დაასხით 1 ჩ/ჭ ზეთი, შუშეთ, ვიდრე დარბილდება.
ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს დაასხით 1 ჩ/ჭ ზეთი და მოხრაკეთ, შეურიეთ ბადრიჯანს, მოასხით ანადუღარი [...]
ნიახურის მხალი
საჭიროა:
0,5 კგ ნიახური
2-3 კბილი ნიორი
2-3 თავი ხახვი
1 კონა ქინძი
წიწაკა, მარილი _ გემოვნებით
მარილწყალში მოხარშული ნიახური შეაგრილეთ. ოდნავ გაწურეთ, დაკეპეთ.
დაკეპილი ხახვი ზეთში მოშუშეთ, დაუმატეთ დანაყილი ნიახური, ნიორი, ქინძი, მარილი, წიწაკა.
მოშუშული ბოსტნეული
საჭიროა:
2-3 თავი ხახვი
ჭარხალი
2-3 ც სტაფილო
4 კბილი ნიორი
1 ჩ/ჭ გახეხილი პომიდორი
2 ფოთოლი დაფნა
1 კონა ქინძი
100 გ ზეთი
მარილი, წიწაკა, პილპილი _ გემოვნებით
დაკეპილი ხახვი ზეთში მოშუშეთ, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, [...]
ზურმუხტისფერი კონფიტიური
საჭიროა:
500 გ ხურტკმელი
500 გ გათლილი კივი
50 გ მშრალი თეთრი ღვინო
300 გ ნეკერჩხლის ან ვაშლის ვაჟინი
2 ჩ/კ გახეხილი ლიმონის კანი
1 პაკეტი ჟელფიქსი
დაჭრილი კივი და ხურტკმელი ათქვიფეთ ბლენდერით. ჩაასხით მაღალ ქვაბში, დაუმატეთ ღვინო, ლიმონის კანი, ჟელფიქსი და ვაჟინი. მოურიეთ, ძლიერ ცეცხლზე ადუღეთ 3 წუთი, თან გამუდმებით ურიეთ.
კონფიტიური ცხლადვე ჩაასხით სტერილიზებულ მშრალ ქილებში და დაახურეთ თავი. [...]
წონაში რომ არ მოიმატოთ…
წონაში რომ არ მოიმატოთ და არ `დაანაგვიანოთ~ ორგანიზმი, გთავაზობთ დიეტოლოგების მიერ შემოთავაზებული პროდუქტების სიას და შეგიძლიათ გაითვალისწინოთ სეზონურ დიეტაში:
გაზაფხული (მარტი-ივნისი)
ბოსტნეული _ კომბოსტო, ოხარხუში, ისპანახი
პარკოსანი _ ბარდა (მუხუდო), ლობიო (მათ შორის ჭყინტი), ცხარე წიწაკა, ოსპი, ცერცვი
ჩირი _ გარგარის, ქიშმიშის, ლეღვის, უნაბის, ხურმის
ცილებით მდიდარი პროდუქტი _ ყველი, ქათამი, ხაჭო, სოია
ზაფხული (ივლისი-ოქტომბერი)
ბოსტნეული _ კიტრი, ყაბაყი, [...]
რჩევები
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს გასალამაზებლად:
სახის გასაწმენდად: შეურიეთ ერთმანეთს 2 წვეთი წყალბადის ზეჟანგი, 2 წვეთი წყალი, 1 წვეთი ნიშადურის სპირტი.
მზისგან დასაცავად: წაისვით სახეზე 450 გ ძმრის, 2 ლიმონის წვენის, 15 გ არყის, 15 გ წყალბადის ზეჟანგის, 1 გ სალიცილის მჟავის ნარევი.
კანისთვის სასარგებლოა: საფენები დაასველეთ ალოეს წვენში, დაიფინეთ სახეზე ან გაიწმინდეთ კანის ანთების, ფერიმჭამელების, ზედმეტი ცხიმიანობის და თქვენ [...]
წითელი აჯიკა
საჭიროა:
ცხარე წითელი წიწაკა _ 500 გ
ბულგარული წიწაკა _ 1კგ
ოხრახუში, ქინძი, ცერეცო _ 200-200 გ
რეჰანი, ნიახური, ნიორი _ 100-100 გ
უცხო სუნელი, ზაფრანი, ხმელი ქინძი _ თითო ს/კ
მარილი _ გემოვნებით
ბულგარული და მწარე წითელი წიწაკები გავრეცხოთ და დავაწყოთ გასაშრობად. შემდეგ გამოვაცალოთ თესლი და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ასევე გარეცხილი და გამშრალი აყვავებული ქინძი, ოხრახუში, ცერეცო, ნიორი, ნიახური, [...]
ტკბილი წიწაკისა და პომიდვრის საწებელი
საჭიროა:
პომიდორი _ 5კგ
ტკბილი წიწაკა _ 1,5 კგ
ნიორი _ 200 გ
წითელი წიწაკა _ 150 გ
ძმარი _ 0,5 ლ
მარილი _ გემოვნებით
გაწურული, თესლგამოცლილი პომიდორი, ტკბილი წიწაკა, ცხარე წითელი წიწაკა და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ ძმარი და მარილი. კარგად ავურიოთ, გავაჩეროთ 2 დღე. მესამე დღეს ჩავასხათ ბოთლებში და შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას.
პომიდვრის საწებელი
ოთხად დაჭრილი [...]
|
|