Archive for the ‘ტრაპეზი: მაისი’ Category

ტრაპეზი 26 მაისი თევზის ჰაეროვანი ღვეზელი მილანურად

თევზის ჰაეროვანი ღვეზელი მილანურად
საჭიროა:
თევზის ფილე _ 500 გ
გახეხილი ყველი _ 100 გ
ტომატი-პიურე _ 2 სუფრის კოვზი
პურის ფქვილი _ 2 სუფრის კოვზი
მარგარინი _ 2 სადილის კოვზი
რძე _ 1 ჭიქა
კვერცხი _ 2 ცალი
გამდნარ მარგარინში მოშუშეთ ფქვილი, გაქენით რძეში, დაუმატეთ ტომატი-პიურე, ყველი, ათქვეფილი კვერცხის გული, მარილი, წიწაკა და კარგად აურიეთ.
თევზი მოშუშეთ ზეთში და მოასხით მომზადებული საწებელი და [...]

ტრაპეზი 25 მაისი ბროწეულით, კვაწარახით

ბროწეულით, კვაწარახით
ან ტყემლის ტყლაპით შენელებული თევზი
თევზი დაჭერით საშუალო სიდიდის რგოლებად, ამოავლეთ მარილშერეულ საფანელში და დაალაგეთ ზეთიან ტაფაზე.
400 გ დაკეპილ ხახვს დაასხით 1 ჭიქა ზეთი, ჭიქანახევარი წყალი და მოშუშეთ, წყალი რომ შეაშრება და ხახვი შეწითლდება, ჩაამატეთ 100 გ წყალში გახსნილი 50 გ ტომატი, ნახევარი ჩაის კოვზი პილპილი, რამდენიმე ცალი დაფნის ფოთოლი, წვრილად დაჭრილი ერთი თავი [...]

ტრაპეზი 24 მაისი ქინძმრიანი თევზი

ქინძმრიანი თევზი
დანაყეთ მარილთან ერთად ბლომად ქინძი (შეიძლება ცოტა ნიორიც), გახსენით ძმარში ან ლიმონის წვენში, დაუმატეთ წყალი და ჩაალაგეთ შიგ მოხარშული ან შემწვარი თევზი.

თევზის ბაჟე
დანაყეთ ბლომად ნედლი ქინძი, ცოტა ნიორი, მარილი, ხმელი სუნელი, ნიგოზი, ზაფრანი. გაქენით ძმარში, დაუმატეთ წყალი და ჩაალაგეთ შიგ მოხარშული ან შემწვარი თევზის ნაჭრები.
ძმრის მაგივრად შეგიძლიათ იხმაროთ ლიმონის ან ბროწეულის წვენი და მზა [...]

ტრაპეზი 24 მაისი თევზის დამუშავება

თევზის დამუშავება
თევზს ვიდრე მოვხარშავთ ან შევწვავთ, საჭიროა კარგად გავრეცხოთ და დანით ავაცალოთ ქერცლი.
მთელ სიგრძეზე მოვაჭრათ ფარფლები. შემდეგ მუცელი გავუფატროთ, გამოვწელოთ ისე, რომ ნაღვლის ბუშტი არ გასკდეს, თორემ თევზი შეიძლება გამწარდეს. უკიდურეს შემთხვევაში, თუ გასკდება, დასვრილი ადგილი ამოვჭრათ და გადავაგდოთ. ისევ გავრეცხოთ ცივი წყლით რამდენჯერმე და დავჭრათ თავიდან კუდისაკენ. თუ თევზი 1.5 კგ-ზე მეტი წონისაა, უნდა [...]

ტრაპეზი 23 მაისი ქათმის ფიფინა

ქათმის ფიფინა
მოხარშული ქათმის უძვლო ხორცი დაჭერით, ჩაყარეთ 200 გ ბულიონში, დაუმატეთ 200 გ მჭადის ფქვილი, მარილი, 2-3 თავი დაკეპილი ხახვი, დაშუშეთ და გადმოდგით.

აჭარული ნიგვზის ტოლმა
კარგად დანაყეთ ნიგოზი, ნიორი და მარილი, შეაზილეთ მოშუშული ხახვი, დაანაწევრეთ პატარა გუნდებად, შეახვიეთ მოწალულ ვაზის ფოთოლში, ჩააწყვეთ მჭიდროდ სქელძირიან ქვაბში, დაასხით მარილითა და წიწაკით შენელებული წყალ-კვერცხი ისე, რომ ტოლმა დაფაროს. [...]

ტრაპეზი 22 მაისი იმერხევული ყეთმერი

იმერხევული ყეთმერი
ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ. გულსართად იხმარეთ: შაქარშერეული ნიგოზი, ან მარილითა და პილპილით შენელებული დაჭყლეტილი მოხარშული კარტოფილი ანდა ყველი და გამოაცხვეთ.

შოთის ბორეგი
კვერცხი, ყველი, გაწურული ნადუღი რძეში მოზილეთ, დაჭერით და მდუღარე მარილწყალში მოხარშეთ.

ლივანური იალანაჩი სარმა
შეურიეთ ერთმანეთს ერბოში მოშუშული ხახვი, მოხარშული გაწურული ბრინჯი, მარილი, წიწაკა, ოხრახუში, პიტნა, პომიდორი, გახვიეთ მოწალულ ლახანის (კომბოსტო) ფოთლებში, ჩაალაგეთ ქვაბში, დაასხით [...]

ტრაპეზი 21 მაისი შავშური ტაბუსუნი

შავშური ტაბუსუნი
ქათამი შეწვით (ან მოხარშეთ). ნიგოზი, ნიორი, მარილი დანაყეთ და ცივ წყალში (ან ნახარშში) გაქენით. ტაფაზე კარაქში მოშუშეთ სიმინდის ფქვილი, ვიდრე ფაფის სისქე არ გახდება, დაუმატეთ გაქნილი ნიგოზი, რძე, თუ გსურთ, შეანელეთ წიწაკით, ხმელი სუნელით და ადუღეთ. აქნილი ქათამი ჩააწყვეთ ცხელ წვენში. ამ კერძს უხდება ცხელი მჭადი.

მორეგვილი ფხალი
კომბოსტოს და შავ ფხალს ხარშვისას გამოუცვალეთ [...]

ტრაპეზი 20 მაისი შამპანურიანი კოქტეილი

შამპანურიანი კოქტეილი
6 ულუფისთვის საჭიროა:
1/2 ჭიქა დანაყილი ყინული
1 კვერცხი
1 პაკეტი ვანილიანი შაქარი
3 არყის ჭიქა კონიაკი
ყველა ინგრედიენტი ავთქვიფოთ, ჭიქებში ჩავასხათ, ზემოდან მოვასხათ ცივი კონიაკი და მოვრთოთ ანანასის ნაჭრით.

ბერძნულად მომზადებული კარტოფილი
საჭიროა:
8-10 ცალი კარტოფილი
4 ს/კ კარაქი
200 გ ყველი
300 გ ტკბილი წიწაკა
4-5 ს/კ დაჭრილი ხახვი
2 კბილი ნიორი
მარილი, პილპილი, _ გემოვნებით
ოხრახუში _ 2 ს/კ
დაჭრილი კარტოფილი შებრაწეთ. დაუმატეთ თესლგამოცლილი, სოლისებურად დაჭრილი წიწაკა, [...]

ტრაპეზი 19 მაისი ძროხის ხორცის ფილე

ძროხის ხორცის ფილე
საჭიროა:
8 ცალი ხორცის ფილე
თეთრი პილპილი, მარილი
2 ს/კ კარაქი
4-5 თავი ხახვი
1 ს/კ წყალი
2 ბოთლი ლუდი
85 გ დანამცეცებული პური
1 ცალი ბულიონის კუბიკი
დაბეგვეთ ხორცი და შეწვით კარაქში.
დაჭერით ხახვი, ნელ ცეცხლზე შებრაწეთ კარაქში, მოაყარეთ მარილი და პილპილი და დაამატეთ ცოტა წყალი, ჩაყარეთ დაფხვნილი ბულიონის კუბი. აადუღეთ. დაასხით წყალი და მოურიეთ. ხახვმა წყალი უნდა შეიწოვოს.
ქვაბში ფენა-ფენა ჩააწყვეთ ხახვი [...]

ტრაპეზი 17 მაისი ანანასის შარლოტი

ანანასის შარლოტი
საჭიროა:
200 გ მზა ბისკვიტი
400 გ დაკონსერვებული ანანასი
300 გ ყველი მასკარპონე
2 ჩ/ჭ შაქრის პუდრი
3 ჩ/ჭ სქელი ნაღები
24 ც ბისკვიტის ნამცხვარი
2 ს/კ ლიქიორი
ანანასი გადაწურეთ, დაჭერით წვრილად.
ჟელატინი დაალბეთ, აფუებულს დაუმატეთ 4 ს/კ ანანასის წვენი.
ყველი, 1ს/კ ანანასის წვენი, ნაწილი შაქრისა ათქვიფეთ, დაუმატეთ ვაჟინიანი ჟელატინი და კვლავ ათქვიფეთ.
ათქვეფილი ნაღები შეურიეთ ყველიან მასას, დაუმატეთ ანანასის ნაჭრები და გააცივეთ.
მშრალი ნამცხვრები დანამეთ [...]