მთავარეპისკოპოსი ზოსიმე: განრღვეულის კვირა

იესო ქრისტეს ქვეყნად გამოჩენამ, მისმა ამაღლებულმა სწავლა-მოძღვრებამ, ქადაგებამ და მოღვაწეობამ დიდი გამოცოცხლება შეიტანა ურიათა შორის. ებრაელთა ნაწილმა სიხარულით მიიღო ქრისტიანული სჯული და გახდა ქრისტეს მიმდევარი. უმრავლესობა ურიებისა კი დაბნელებული გონებითა და გაციებული გულით, ასრულებდა რა სჯულს გარეგნულად და ქვეყნიური ცხოვრება უფრო მეტად ხიბლავდა, ვიდრე აღთქმული ზეციური სასუფეველი, გახდა მისი დაუძინებელი მტერი და წინააღმდეგი. მაცხოვრის მიერ [...]

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): მენელსაცხებლე დედათა კვირა

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო,

დღეს წმიდა ეკლესია აღასრულებს წმიდა მენელსაცხებლე დედების – მარიამ მაგდალინელის, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას, სუსანასა და სხვათა ხსენებას. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შემდგომ ერთ-ერთი პირველ კვირა დღეს რომ ეკლესიის მიერ საგანგებოდ იქება და იდიდება ნეტარხსენებული დედების ღვაწლი, არაა შემთხვევითი. როგორ მოიპოვეს მენელსაცხებლე დედებმა ესოდენი პატივი და ღირსება? რა მოიმოქმედეს მათ [...]

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): ბზობა

სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა.

საზეიმო იყო ძმანო უკანასკნელი მსვლელობა მაცხოვრისა იერუსალიმში. იგი სახედარზე მჯდომი და ზღვა ხალხით იყო გარშემორტყმული, როგორც მეფე და მბრძანებელი. დღესასწაულზე წმიდა ქალაქში მრავლად ჩამოსულებმა, გაიგეს რა იესოს გამოჩენა, ხის ტოტებით გამოვიდნენ მის შესახვედრად. ზოგი წინ გაუძღვა, ზოგიც თან გაჰყვა მაცხოვარს, ერთნი სიხარულით ტანსაცმელს უფენდნენ გზას მიმავალს, მეორენი კი – [...]

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): იესო ქრისტე – კაცობრიობის მხსნელი

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო!

მოგეხსენებათ, რომ ქვეყნიერების დასაბამს, როცა დაბადა ღმერთმა ადამიანი, დაადგინა იგი სამოთხეში, შეამკო სათნოებით და მისცა მას მცნება, რომ არ ეჭამა ნაყოფი ხისგან ცნობისა კეთილისა და ბოროტისა, რომელიც იდგა სამოთხის ბაღის შუაგულში. მაშინ კაცი იყო წმინდა და უბიწო, ცხოვრობდა შვებითა და ღვთის დიდებით, მაგრამ როცა ადამიანმა დაარღვია მცნება ღვთისაგან მოცემული და შეჭამა აკრძალული [...]

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): „უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე…“ (ფს. 37)

უფალო ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე“ – ამბობს წინასწარმეტყველი დავითი თავის ფსალმუნში. აღნიშნული სიტყვები ფსალმუნთ მგალობელისა მინდა გავიმეორო მეც, რადგანაც ვიცი, რომ ვერ გავექცევი საშინელ სამსჯავროს ზეციურ ანგელოზთა და ძალთა მიერ შემდგარს, რომელზედაც განცხადდება ყოველგვარი ცოდვანი და ქვეყნიური სისუსტენი ჩვენნი.

ჰოი მოწყალეო ღმერთო! ვიცი, რომ ცოდვანი ჩემნი პატიებას შენსას აღემატება, მე ხომ ყველაზე მეტად განგარისხე შენ [...]

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): უყურადღებო ლოცვაზე

მოგეხსენებათ, ძმანო, ხშირად ჩვენი ლოცვა-ვედრება ღვთისადმი აღვლენილი, არ გვისრულდება, თითქოს უფალი მათ უყურადღებოდ ტოვებდეს, რაც უკმაყოფილო გრძნობას ბადებს ჩვენში. იმისათვის, რომ ავხსნათ ზემოაღნიშნულის მიზეზი, მივმართოთ დიდ საეკლესიო მამასა და მასწავლებელს წმ. იოანე ოქროპირს, რომელიც ერთგან წერს: „ბევრი მოდის ეკლესიაში, წარმოთქვამს და გალობს უამრავ ლოცვასა და საგალობელს და ტაძრიდან გადის ისე, რომ არც კი იცის, რას [...]

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს“ (მთ. 5, 48)

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო!

გვინდა მცირეოდენი სულის სასარგებლო დარიგებანი მივცეთ იმათ, რომელნიც საჭიროებენ ქრისტიანულ რწმენაში განმტკიცებას. განსაკუთრებით გვინდა ნუგეში ვცეთ ქრისტეს ახალ მიმდევართ, დიდი სიყვარულითა და მონდომებით რომ შეუდგნენ მაცხოვრის გზას, მაგრამ მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ სულის ცხოვნების გზაზე წარმოქმნილ წინააღმდეგობათა გადასალახავად. ჩვენ გვინდა ძმური დახმარების ხელი გავუწოდოთ იმათ, რომელთაც გარკვეული სულიერი გამოცდილების ნაკლებობისა გამო დაუფლებიათ [...]

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): უძღები შვილის კვირა

დღევანდელ სახარებაში, ძმანო, მოთხრობილი იყო იგავი უძღები შვილის შესახებ, რაც ბევრ სასიკეთოს გვასწავლის ჩვენ – მართლმორწმუნე ქრისტიანებს.

ერთ პატიოსან და მდიდარ კაცს ჰყავდა ორი ვაჟი, რომლებიც სიყვარულითა და სიამტკბილობით ცხოვრობდნენ მშობელი მამის სამყოფელში. გავიდა ხანი და უმცროსმა შვილმა მოსთხოვა მამას თავისი კუთვნილი წილი მთელი მათი სამკვიდრებელიდან, რათა გასულიყო ცალკე და ეცხოვრა ისე, როგორც მას მოესურვებოდა. მამამ [...]

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): მეზვერისა და ფარისევლის კვირა

ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო!

დღეს უფლის ტაძარში კვლავ შედიან ცოდვილი მეზვერე და ფარისეველი. ტაძრის წინა ნაწილში ამაყად მდგომი ფარისეველი კვლავ იმეორებს ნაცნობ სიტყვებს: „გმადლობ შენ ღმერთო, რამეთუ არა ვარ როგორც სხვა, მტაცებელი და მემრუშე, როგორც მეზვერე. კვირაში ორგზის ვმარხულობ და მონაგებისაგან ვწირავ მეათედსო“. უკან მდგარი მეზვერე კი კვლავინდებურად ზევით ახედვასაც კი ვერ ბედავს თავისი ცოდვილი მდგომარეობის [...]

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი): ნათლისღება

ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო და ძმანო! დიდი დრო არ არის გასული მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიზეიმეთ ქრისტეს შობის დიდებული დღესასწაული. მაშინ ჩვენ თანაზიარნი გავხდით ზეცისა და ქვეყნის დიდი სიხარულის: ურიცხვ ანგელოზებთან ერთად ვიგალობეთ მშვიდობისა და სიყვარულის საგალობელი „დიდება მაღალიანი“, რითაც ვადიდეთ მაღალი ღმერთი და მის მიერ შექმნილი სამყარო ადამიანითურთ. ებრაელ მწყემსებთან ერთად ჩვენც შევედით ბეთლემის [...]