გვესაუბრება წმ. მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე

 

გვესაუბრება წმ. მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას
      ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე

                                        
      მამა გიორგი, წმიდა წერილში თითოეულ სიტყვას, თითოეულ ამბავს გარკვეული მნიშვნელობა, გარკვეული დატვირთვა აქვს. რატომ აირჩია მამა ღმერთმა ძე ღვთისას შობის ადგილად მაინცდამაინც ქალაქი ბეთლემი?

 დავით წინასწარმეტყველი წარმოშობით ბეთლემიდან გახლდათ. ხოლო წმიდა წერილში წერია, რომ კაცობრიობის მხსნელი, მაცხოვარი უნდა დაბადებულიყო დავითის ტომიდან. აგრეთვე ბეთლემი ითარგმნება [...]

ქრისტეს შობის დღესასწაული ჩვენს ტაძარში

ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!

ბზობა – ბაიაობა

15 თებერვალი მირქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

წითელი კვერცხი

აღდგომისათვის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი წმიდა იოანე ოქროპირი

ქრისტე აღსდგა! გრწმენინ!

 

ქრისტე აღსდგა! გრწმენინ!
(აკადემიკოს ივანე ბელეცკის მიხედვით)

აღსდგა ქრისტე? ეს ყველა რელიგიის, ყველა ფილოსოფიის, ყველა იმ მეცნიერების ძირითადი კითხვაა, რომლებიც ეხებიან ადამიანის მსოფლმხედველობას. აღდგომა შეეძლო მხოლოდ ღმერთს. აქედან გამომდინარე, აღდგომა – ეს არის საკითხი იმის შესახებ, არის თუ არა ღმერთი ქრისტე. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ თითქმის ყველა ანტირელიგიური ლიტერატურული ქმნილება აკრიტიკებს აღდგომის ფაქტს. მაგრამ წარსულის მებრძოლი [...]

8 აპრილი – მთავარანგელოზ გაბრიელის კრება

მთავარანგელოზი გაბრიელი უფალმა გამოარჩია, რათა ყოვლადწმიდა ქალწულისათვის და მასთან ერთად მთელი ქვეყნიერებისათვის ეხარებინა ძე ღვთისას განხორციელება, ამიტომ ხარების დღესასწაულის მომდევნო დღეს ეკლესია მთავარანგელოზ გაბრიელს იხსენიებს.

მთავარანგელოზმა გაბრიელმა ძველი აღთქმის კაცობრიობას ძე ღვთისას განხორციელება აუწყა, მოსე წინასწარმეტყველს შესაქმის დაწერა შთააგონა, დანიელ წინასწარმეტყველს გაუცხადა ებრაელი ერის მომავალი(დან.8,16; 9,21-24); ეცხადებოდა მართალ ანას და ახარებდა ყოვლადწმიდა ქალწულის შობას;

მოუშორებლად ახლდა ქალწულ [...]

9 აპრილი – წმიდა იოანე წინასწარმხედველი

წმიდა იოანე წინასწარმხედველი დაიბადა IVს-ის დასაწყისში. ცხოვრობდა ქალაქ ლიკოპოლისში (შუაეგვიპტე). ოცდახუთი წლის ასაკში წმიდა იოანე წავიდა მონასტერში.
თხუთმეტი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა იგი სხვადასხვა სავანეში, შემდეგ კი, განმარტოებით ცხოვრების მსურველმა, თებაიდის ერთ-ერთ მთას მიაშურა.

მასთან მისულ ხალხთან ღირსი მამა პაწაწინა სარკმლიდან საუბრობდა, აქედანვე ღებულობდა მწირ საზრდოს. ოცდაათწლიანი დაყუდებული ცხოვრების შემდეგ წმიდა იოანემ ღვთისაგან წინასწარხედვის ნიჭი მიიღო.

იმპერატორ თეოდოსი დიდს [...]