დავითობა, დავით აღმაშენებლის ცხოვრება

XI საუკუნის საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. სულთანმა მელიქ-შაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოანე ლიპარიტის ძე, ააოხრა სომხეთი, და მეფე გიორგი II-ის ცალკეული გამარჯვების მიუხედავად, აიღო და დაარბია ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნო. შეშინებულმა ქართველებმა მიატოვეს სამკვიდრებელი და მთებსა და ტყეებს შეაფარეს თავი. დაცარიელებული ქვეყანა უსჯულოებმა დაიპყრეს, ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, ამოხოცეს მოსახლეობა.

ერთ დროს ქრისტესმოყვარე [...]

წმიდათა ცხოვრება ტომი მეორე

წმიდათა ცხოვრება ტომი მეორე

წმიდათა ცხოვრება ტომი პირველი

წმიდათა ცხოვრება ტომი პირველი

წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული. 29 (12.05) აპრილი, 30 (13.12) ნოემბერი

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ“. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა“. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც [...]

მოწამე აბო ტფილელი (†786)

მოწამე აბო ტფილელი დაიბადა არაბეთში 750 წლის ახლო ხანებში. აბოს მშობლები დახელოვნებულნი იყვნენ ნელსაცხებელთა დამზადებაში და აბოც ამ ხელობას დაეუფლა – “იყო ხელოვან კეთილად შემზავებელი სუნელთა მათ საცხებელთა და სწავლულ იყო მწიგნობრობათა სარკინოზთათა”.

არაბებს დაპყრობილი ჰქონდათ საქართველო და ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარი-ტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, “ვითარცა ლერწამი [...]

წმინდა დიდმოწამე ფანარიოსის ცხოვრება

1500 წლებში იქნა ნაპოვნი წმინდა დიდმოწამე ფანარიოსის ხატი და ქრისტიანებმა ასე შეიტყვეს მისი არსებობისა და მისი სასწაული ძალის შესახებ. ზუსტად ამ ხატმა მოიტანა ჩვენამდე მისი სახელი. ფანარიოსის სამოსლის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის იყო მხედართმთავარი, რომელიც ქრისტიანობის I საუკუნეებში მოღვაწეობდა, იმ დროს, როდესაც რომაელი იმპერატორები ქრისტიანობას სასტიკად დევნიდნენ. ეს ხატი ასევე დიდ მოწამოებრივ ღვაწლზეც მოგვითხრობს, [...]

12 აპრილი – მოციქული სოსთენი, აპოლონი, კეფა, კესარიოსი და ეპაფროდიტე – სამოცდაათთაგანნი (I).

მოციქული სოსთენი მოქცევამდე კორინთოს სინაგოგის უფროსი იყო. ის ქრისტეს სჯულს წმიდა პავლე მოციქულმა აზიარა და თავის მოციქულებრივ ღვაწლში თანაშემწედ გაიხადა. კორინთოს ეკლესიისადმი მიმართვაში წმიდა პავლე მრევლს ორივეს სახელით ესალმებოდა: “პავლე, ჩინებული მოციქული იესო ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა და სოსთენე ძმაჲ” (1კორ.1,1). მოგვიანებით წმიდა მოციქულ სოსთენს ხელი დაასხეს კორინთოს ეპისკოპოსად.

წმიდა აპოლონ მოციქულზე “მოციქულთა საქმეებში” ასეა მოთხრობილი: “ჰურიაჲ [...]

19 თებერვალი - ღირსი მამა არსენ იყალთოელი

ღირსი მამა არსენ იყალთოელი XI-XII საუკუნეების მიჯნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მოღვაწე, მთარგმნელი, ენციკლოპედისტი, ჰიმნოგრაფი და ფილოსოფოსი იყო. დავით რექტორი წერს: "ესე არსენ იყო გვარად ვაჩნაძე, იბადის ძე, კაცი ბრძენი და მეცნიერი და ელინურისა ენისა ზედმიწევნილი. აქუნდა შკოლა იყალთოს მონასტერსა და იყო მოძღვარი სამეცნიერო დავით აღმაშენებელისა მეფისა".

ღირსი მამის ცხოვრება დაწვრილებით არ შემონახულა, ვიცით მხოლოდ, რომ ის [...]

20 თებერვალი - წმიდა მეფე სოლომონ II

წმიდა მეფე სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 7 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784) ძმა იყო. დედა – ელენე კი ქართლ-კახეთის ერეკლე II (+1798) ასული. დავითი ძირითადად დედულეთში იზრდებოდა. ბიბლიური დავითის მსგავსად უფალმა ისიც ბავშვობაში გამოარჩია და უმემკვიდროდ დარჩენილმა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ღვთის განგებით სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი.

დავითი იზრდებოდა [...]

12 თებერვალი

წმიდათა შორის მამანი ჩვენნი, დიდნი მღვდელმთავარნი: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი (IV); მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი (III); ღირსი ზენონი, ბასილი დიდის მოწაფე (V); მოწამე თეოფილე ახალი (+784).

კრება მსოფლიოს დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა. კონსტანტინოპოლში [...]