საზვერეები .მონაზონ სერგიას (კლიმენკო) მოგონებებიდან

მონაზონ სერგიას (კლიმენკო) მოგონებებიდან
1923-24 წლის ზამთარში ფილტვების ანთება დამემართა. 8 დღის განმავლობაში ტემპერატურა 40,8 გრადუსი მქონდა. დაახლოებით მე-9 დღეს მე დიდმნიშვნელოვანი ხილვა მქონდა.

ჯერ კიდევ დასაწყისში, ნახევრადუგონო მდგომარეობაში, როდესაც ვცდილობდი იესოს ლოცვა შემესრულებინა, მე გამიტაცა მშვენიერმა ბუნების სურათებმა, რომელთა თავზეც თითქოს თავად მე დავფრინავდი. როდესაც რაიმე მშვენიერი მუსიკა დამატკბობდა ან სურათი მომხიბლავდა და ლოცვას შევწყვეტდი, რაღაც [...]

საზვერეები .მონაზონ სერგიას (კლიმენკო) მოგონებებიდან

 

საზვერეები

მონაზონ სერგიას (კლიმენკო) მოგონებებიდან

1923-24 წლის ზამთარში ფილტვების ანთება დამემართა. 8 დღის განმავლობაში ტემპერატურა 40,8 გრადუსი მქონდა. დაახლოებით მე-9 დღეს მე დიდმნიშვნელოვანი ხილვა მქონდა.

ჯერ კიდევ დასაწყისში, ნახევრადუგონო მდგომარეობაში, როდესაც ვცდილობდი იესოს ლოცვა შემესრულებინა, მე გამიტაცა მშვენიერმა ბუნების სურათებმა, რომელთა თავზეც თითქოს თავად მე დავფრინავდი. როდესაც რაიმე მშვენიერი მუსიკა დამატკბობდა ან სურათი მომხიბლავდა და ლოცვას შევწყვეტდი, რაღაც [...]

„უდროოდ“ გარდაცვლილთა შესახებ

 

„უდროოდ“ გარდაცვლილთა შესახებ

სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია, ადრე თუ გვიან ყველას უწევს, ზოგს – ღრმა სიბერეში, ზოგსაც – ახალგაზრდობისას, მოულოდნელად, სიცოცხლის ყვავილობის ჟამს, ძალთა ჭარბობისას, იმედებისა და ოცნებების დროს.

როცა უძლურებაშეპყრობილი მოხუცებული კვდება, სიკვდილის გარდაუვალობაში დარწმუნებულნი, ადვილად ვეგუებით ამას. მაგრამ როცა სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვლება, ღრმა მწუხარებითა და მდუღარე ცრემლებით მივაცილებთ მას იმქვეყნად. ამგვარი სიკვდილის შემდეგ [...]

როგორ აფასებენ მიცვალებულები ცოცხალთა ლოცვებს

 

როგორ აფასებენ მიცვალებულები ცოცხალთა ლოცვებს

ყველაზე უფრო ამაღელვებელი წეს-ჩვეულება მართლმადიდებლურ ეკლესიაში არის მიცვალებულთა მოხსენება და მათთვის ლოცვის აღვლენა.

წმინდა ეკლესია, გააცილებს რა მომაკვდავი ადამიანის სულს უკანასკნელ გზაზე, არც შემდეგში ტოვებს ამ სულს ლოცვითი შეწევნის გარეშე. მთელი რიგი გულისამაჩუყებელი თხოვნებით, რომლებიც ეგრეთწოდებულ პანაშვიდის ლოცვას შეადგენენ, ეკლესია თავისი გარდაცვლილი სულიერი შვილისთვის ცოდვების მიტევებას და მარადიულ ნეტარებას გამოითხოვს; აგრეთვე, ცდილობს [...]

რა არის ჯოჯოხეთი?

 

რა არის ჯოჯოხეთი?

საშინელი სამსჯვავროს ფრესკა (დეტალი)
მორომის დედათა მონასტერი

რამდენადაც ნათელი, სასიხარულო და სანუგეშო შტრიხებით წარმოაჩენს ღვთაებრივი სიტყვა მართალთა ნეტარ მდგომარეობას მომავალ ცხოვრებაში, ამის საპირისპიროდ, იმდენადვე შავბნელი და საშინელი ფერებითაა დახატული ცოდვილთა ბედკრული ხვედრი საყოველთაო სამსჯავროს შემდეგ. მაგრამ იმისათვის, რომ დაგვიფაროს თავის მოტყუების მცირეოდენი საბაბისგანაც კი, წმიდა წერილი ნათლად და მრავალ ადგილას ზედმიწევნით გვაფრთხილებს ამ საშინელი ხვედრის [...]

ნუგეშისცემა ახლობელთა დაკარგვისას (წმიდა თეოფანე დაყუდებულის წერილებიდან)

 

ნუგეშისცემა ახლობელთა დაკარგვისას
(წმიდა თეოფანე დაყუდებულის წერილებიდან)
ყველა ნუგეშისცემის საფუძვლად წმიდა მამა სდებს იმ აზრს, რომ ჭეშმარიტი ცხოვრება ამქვეყნად კი არ არის, არამედ იმქვეყნად, და განსაკუთრებული ძალით სურს ეს აზრი დაამკვიდროს იმ ადამიანებში, ვინც დათრგუნულია მათთვის ძვირფასი ადამიანების დაკარგვით. იგი სავსებით ეთანხმება იმას, რომ ამ შემთხვევაში მწუხარება სრულიად ბუნებრივია, მაგრამ ბრძანებს, მოსაზრება, რომელიც ყველაზე მეტად გვიკლავს გულს, [...]

საკურთხი

 

საკურთხი
საკურთხი არის მიცვალებულის სახელზე მომზადებული ტრაპეზი, რომელსაც მღვდელი აკურთხებს. ამ დროს მიცვალებულთა სულის საოხად კითხულობენ ლოცვებს, ანთებს სანთელს, აკმევენ საკმეველს, ასხურებენ აიაზმას.

საკურთხი მიცვალებულთა მოსახსენიებელ დღეებში კეთდება. ეს დღეები გახლავთ ხორციელის კვირისა და დიდი მარხვის სამი (მე-2, მე-3, მე-4) შაბათი, სულთმოფენობის წინა დღე (მას სულის შაბათსაც უწოდებენ). გარდა ამისა, საკურთხს აკეთებენ გარდაცვლილის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში.

რასაკვირველია, [...]

ჯოჯოხეთი და სამოთხე

 

ჯოჯოხეთი და სამოთხე

ჰოჲ, ადამიანო, უეჭველად უკვდავო!

რომც არ ფიქრობდე მასზე, რომც არ გინდოდეს იგი! ერიდე დაივიწყო შენი უკვდავება, რათა უკვდავების დავიწყება შენი მოკვდავი ცხოვრებისთვისაც სიკვდილისმომტან სამსალად არ იქცეს და რათა შენგან დავიწყებულმა უკვდავებამ არ მოგკლას შენ საუკუნოდ, თუკი იგი შენ, მის არმომლოდინესა და განუმზადებელს, უეცრად თავს დაგადგება.

წმინდა ფილარეტ მოსკოველი

და წარვიდეს ცოდვილნი სატანჯველსა საუკუნესა,
ხოლო მართალნი – [...]

ნაინელი ქვრივის ვაჟის მკვდრეთით აღდგინება

როგორ უნდა მოვიხსენიოთ ჩვენი მიცვალებულები

 

როგორ უნდა მოვიხსენიოთ ჩვენი მიცვალებულები
ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის ხატად და მსგავსად და უბოძა მას უდიდესი განძი – უკვდავი სული, რომელიც კაცის გარდაცვალების შემდეგ ღმერთთან უნდა ავიდეს ზეცად, ან დარჩეს უღმერთოდ ჯოჯოხეთში, თუკი იგი იყო ურწმუნო, უზნეო და დამძიმებული სასიკვდინე ცოდვებით. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, მოწყალე ღმერთმა ჯოჯოხეთში მყოფ სულს მისცა საშუალება ტანჯვის შემსუბუქებისა. ამაში განსაკუთრებული როლი [...]