მეფის ასულის ხსნა

siaxle-62

სარკინოზთა დასჯა

წმიდა გიორგის სასწაულთა რიცხვი აურაცხელია, ყოველი ქვეყანა და ყოველი ეკლესია აღსავსეა მისი საკვირველებით და წყალობით. წმიდა გიორგის მიერ უღმრთოთა შემუსრვაზე მოგვითხრობს შემდეგი საკვირველებით აღსავსე სასწაული:
პალესტინაში, წმიდა გიორგის დედულეთის დაბას, სადაც დასვენებულია წმიდანის ყოვლადწმიდა ნაწილები, ერთ დროს სარკინოზთა ჯარი შემოესია საბრძოლველად. როცა იქ მყოფნი დაატყვევეს, კარვები გაშალეს, იწყეს ლხინი და განცხრომა. უგუნურებმა ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევაშემოსილი და წამების ღვაწლით შემკული მოწამის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული, ხელი მიჰყვეს ღორმუცელობას, ლოთობას, ძილს, თამაშს და ხუმრობას. შემდეგ მოზიდეს ისრები და დაუწყეს სროლა იქ დაბრძანებულ დიდებულ ხატებს. ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ და უთხრა: „არ შეიძლება ასეთი მკრეხელობა წმიდანთა მიმართ, რადგან მოწამე, ვისი სახელითაც პატივცემულია ეს ტაძარი, იყო უძლეველი მეომარი და დღემდე თავის მოწინააღმდეგებს ამხილებს და ულმობელად მუსრავს მათ”. ურჯულო მხედრებმა უწესოდ გაიცინეს და თქვეს: „გაგვაგებინეთ, ვინ არის ასეთი?” ხოლო იგი უჩვენებდა წმიდა გიორგის ხატს, ბრწყინვალედ გამოსახულს და მეომრის ჯაჭვის პერანგით შემოსილს, რომელსაც ერტყა ოქროს ქამარი, ხელში ეჭირა საბრძოლო შუბი და იყო თავზარდამცემი სანახავი თავისი დიდებულებით. ერთმა მათგანმა მოზიდა ისარი და სტყორცნა წმიდანის დიდებულ ხატს. ისარი წამშივე უკუიქცა, მტყორცნელს გული გაუგმირა და ბეჭებამდე გაერჭო. უბადრუკმა იმწამსვე სული დალია. დანარჩენმა მხედრებმა დაინახეს წმიდანის ხატი, რომელსაც ხელი გაეშალა და ხოცავდა მათ. თავზარდაცმული მეომრები გაიქცენენ. ვინც გადაურჩა მახვილით მოსრვას, მოუთხრობდნენ წმიდა გიორგის უძლეველ ძალაზე.

წმიდა გიორგის წამება და საკვირველებანი, თბილისი, [...]

ძველ დროში აღსრულებული სასწაულები ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში

siaxle-63

ქართულ საისტორიო წყაროებში მრავლად არის შემონახული ცნობები საქართველოს მიმართ დედა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მზრუნველობის შესახებ. საკუთარი ერის ღირსების გრძნობით აღსავსე წერს ქართველი მემატიანე: „ნეტარ ვართ ჩვენ და სამგზის სანატრელნი, რამეთუ ნაწილნი ვართ ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისანი”.

მოვლენებს, თუ როგორ ერგო ღვთისმშობელს საქართველო თავის წილხვედრ ქვეყანად, შემდეგი სახით განმარტავს მოსე ჯანაშვილი „საქართველოს საკლესიო [...]

წმიდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებული სასწაულები

ჩვილის გადარჩენა

ერთხელ ერთი მორწმუნე წმიდა მოწამეების ბორის და გლების ნაწილებისა და წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატების თაყვანსაცემად ვიშგოროდში გაემგზავრა, თან წაიყვანა ცოლი და ძუძუმწოვარა ბავშვი. ისინი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდნენ. ცოლს ჩაეძინა და მძინარეს ხელიდან გაუვარდა ბავშვი, წყალში ჩაიძირა და მათი თვალთახედვიდან გაქრა. სასოწარკვეთილი მშობლები საშველად წმინდა ნიკოლოზს კარგა ხანს უხმობდნენ, მაგრამ საშველი რომ არ გამოჩნდა, სასოწარკვეთილნი [...]

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

ერთხელ, ნაშუადღევს, მთელი დღის ხეტიალის შემდეგ ივერთა სავანეს მიადგა მწირი და მონასტრის მსახურს ცოტაოდენი პური სთხოვა. ივერთა მონასტერი ძველთაგანვე სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა. ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს კარიბჭესთან სტუმრებისათვის პური და ზეთისხილი გამოჰქონდათ, ხოლო დანარჩენ დღეებში – პური და ყველი. მაგრამ მაშინ მსახურმა რატომღაც უარი უთხრა სტუმარს დაპურებაზე. გაწბილებული, მშიერი და მწუხარებით აღვსილი მწირი კარიესისკენ გაემართა. [...]

წმიდა დიდმოწამე გიორგის მიერ აღსრულებული სასწაულები

მეფის ასულის ხსნა

 

ხოლო იმ დროს, როდესაც ქვეყანაზე ბრწყინავდა წმიდა გიორგი და ეს იყო მის წამებამდე, იყო ერთი ქალაქი, რომელსაც ლასია ეწოდებოდა. ამ ქალაქში მეფობდა სელინოსი, რომელიც იყო უკეთური, ურჯულო, კერპთმსახური, შეუბრალებელი და ულმობელი ქრისტიანების მიმართ. თავისი ბოროტი საქმეების შესაფერისად მიეგო კიდეც უფლისაგან. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელშიც გამოჩნდა უზარმაზარი გველი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და [...]

ძველ დროში აღსრულებული სასწაულები ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში

 

ძველ დროში აღსრულებული სასწაულები ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში

ქართულ საისტორიო წყაროებში მრავლად არის შემონახული ცნობები საქართველოს მიმართ დედა ღვთისმშობლის განსაკუთრებული მზრუნველობის შესახებ. საკუთარი ერის ღირსების გრძნობით აღსავსე წერს ქართველი მემატიანე: „ნეტარ ვართ ჩვენ და სამგზის სანატრელნი, რამეთუ ნაწილნი ვართ ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისანი".

მოვლენებს, თუ როგორ ერგო ღვთისმშობელს საქართველო თავის წილხვედრ ქვეყანად, შემდეგი სახით განმარტავს მოსე ჯანაშვილი „საქართველოს საკლესიო [...]

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაული სირიაში

 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაული სირიაში
2004 წლის დეკემბერში დამასკო და საუდის არაბეთი სასწაულებმა შეძრეს

მოგვითხრობს ბეცახურის მონასტრის იღუმენი ეგნატე (მაცხოვრის საფლავის საძმო)

2004 წლის დეკემბერში ერთმა არაბმა, საუდის არაბეთიდან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამაღელვებელი ისტორია მოუთხრო (გადაიცა საუდის არაბეთში, პალეტინაში და ყველა მეზობელ ქვეყანაში ტელევიზიით, რადიოთი, დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში, განთავსდა ინტერნეტში არაბულ ენაზე).

ეს არაბი რამდენიმე წლის წინ [...]