სწავლანი ქრისტესმიერი ცხოვრებისათვის, ჩვენი წმიდა მამის ანტონი დიდისა

1. დაე, ყოველმა, ვინც ჩვენს მსგავს ღვაწლს შეუდგება, უპირატესად იმაზე იზრუნოს, რომ არასდროს არ შეასუსტოს გულმოდგინება და შრომათაგან დამცხრალმა არ იფიქროს, უკვე დიდი ხანია ვმოღვაწეობო. არამედ უმჯობესია ყოველ დღეს იმგვარად შევუდგეთ ხოლმე, თითქოს სწორედ ამ დღეს დავიწყეთ მონაზონური საგრობა, და დღითიდღე ასე ვამრავლოთ რუდუნება. კაცის ცხოვრება არაფერია მომავალ საუკუნეთა წინაშე, და ყოველივეცა ჩვენი – არარაა [...]

წმიდა ტიხონ ზადონელი

წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევეა ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.

შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს.

ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, [...]

ბერი პაისი ათონელი

ის, ვინც სულიერად იღვწის, თავს ესხმის თავის მტერს – ეშმაკს და ამიტომაც თავადაც განიცდის შემოტევებს მისი მხრიდან. ადამიანი, რომელიც ამარცხებს უსხეულო მტერს, ქრისტეს გვირგვინით შეიმკობა.
* * *

ლოცვა ღამით, როცა სიჩუმეა და ადამიანი დაწყნარებულია, ისეთივე ნაყოფიერია და სასარგებლო, როგორც ღამის ჟუჟუნა წვიმაა სასარგებლო მცენარეთა ზრდისათვის.
* * *

სიცოცხლის სიტკბოებას გრძნობს არა ის, ვინც ამქვეყნიური სიხარულით ხარობს, არამედ [...]

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან

იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“, და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება. მართლაც, ღმერთი არის სათავე სიყვარულისა და სადაც სიყვარულია, იქ სიხარულია, იქ მშვიდობაა.

* * *

მთავარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს – [...]

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

* * *

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ესა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს.
* * *

ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, [...]

წმიდა ზოსიმე პალესტინელის სწავლანი

ცნობილი წმიდა მამის, ზოსიმე პალესტინელის (V ს.) ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ძუნწი ცნობები შემონახულია წმიდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებაში, საიდანაც ვგებულობთ, რომ აბბა ზოსიმე ადრეული ყრმობის ასაკში შესულა პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, სადაც მკაცრ ასკეტურ მოღვაწეობაში გაუტარებია 53 წელი, შემდეგ კი უფლის ჩაგონებით გადასულა იორდანიის მხარეში და იქ, უდაბნოში, შეხვედრია ღირს დედა მარიამ მეგვიპტელს, რომელსაც ბერისათვის მოუყოლია [...]

სხვადასხვა

საქართველოს ეკლესია იყო, არის და მუდამ იქნება სული ქართველი ერისა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

… მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული – სამშობლოს [...]

პატრიოტიზმი

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ [...]

სხვადასხვა სარწმუნოებები და ეკუმენიზმი

45-ე კანონი: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთა ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდელობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს.
65-ე კანონი: თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს.
წმიდა მოციქულთა კანონებიდან

სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და [...]

თამბაქოს წევა

ადამიანმა დაამახინჯა თვით ხორციელი სიამოვნებანიც კი… გემოსათვის, ნაწილობრივ კი სუნთქვისათვის, მან გამოიგონა და თითქმის განუწყვეტლივ უშვებს მძაფრსა და სუნიან ბოლს, მოაქვს რა იგი როგორც მუდმივი შესაწირავი სხეულში მცხოვრებ დემონისათვის, ამ ბოლით მსჭვალავს თავისი საცხოვრებლის და მის გარეთ არსებულ ჰაერსაც, უწინარეს ყოვლისა კი, თავად იმსჭვალება ამ ბილწი სურნელით, – და აი, განუწყვეტელმა გაუხეშებამ საკუთარი გრძნობისა და [...]