აპოკალიფსი – 22

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი ოცდამეორე

და მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, კამკამა, როგორც ბროლი, რომელიც მოედინებოდა ღვთისა და კრავის ტახტიდან.
მისი მოედნის შუაში და მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეა, ყოველთვიურად რომ გამოაქვს თორმეტი ნაყოფი, ხის ფოთლები კი კურნავენ ხალხებს.
აღარაფერი დარჩება დაწყევლილი, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება იქ, და მისი მონები მოემსახურებიან მას.
იხილავენ მის [...]

აპოკალიფსი – 21

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი ოცდამეერთე

მერე ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც პირველი ცა და პირველი მიწა გადაეგო, და ზღვა აღარ არის.
ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ღვთისაგან ჩამომავალი ზეცით, სასძლოსავით გამზადებული და სასიძოსთვის შემკული.
და მომესმა მგრგვინავი ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის, რომელიც დაემკვიდრება მათში, და თვით [...]

აპოკალიფსი – 20

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეოცე

ვიხილე ზეცით ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ეპყრა უფსკრულის გასაღები და გრძელი ჯაჭვი.
და შეიპყრო ურჩხული, დასაბამიერი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შეკრა იგი ათასი წლით.
უფსრულში ჩააგდო და შიგ გამომწყვდეული ბეჭდით დაბეჭდა, რათა აღარ აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი, რის შემდეგაც მცირედი ხნით დაიხსნის [...]

აპოკალიფსი – 19

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეცხრამეტე

შემდგომ ამისა, მომესმა ცაში მგრგვინავი ხმა, როგორც ხმა ურიცხვი ხალხისა, რომელიც ამბობდა: ალილუია! ხსნა, დიდება და ძალი ჩვენი ღვთისაა!
რადგანაც ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განკითხვა, ვინაიდან განიკითხა დიდი მეძავი, თავისი სიძვით რომ გახრწნა ქვეყანა, და იძია მისი ხელიდან თავისი მონების სისხლი.
განმეორებით ითქვა: ალილუია! და მისი კვამლი ადის [...]

აპოკალიფსი – 18

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეთვრამეტე

შემდგომ ამისა, ვიხილე ზეცით ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც ჰქონდა დიდი ხელმწიფება, და განათდა დედამიწა მისი დიდებით.
შეღაღადა და ხმამაღლა თქვა: დაემხო, დაემხო ბაბილონი, დიდი ქალაქი, და ეშმაკთა სამკვდროდ, ყოველი უწმინდური სულის სამყოფლად და ყოველი უწმინდური და ბილწი ფრინველის საბუდრად იქცა.
რადგანაც მისი სიძვის მძვინვარე ღვინით დაითრო ყველა ხალხი, [...]

აპოკალიფსი – 17

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეჩვიდმეტე

მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;
რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა.
და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის [...]

აპოკალიფსი – 16

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეთექვსმეტე

და მომესმა ტაძრიდან მგრგვინავი ხმა, შვიდ ანგელოზს რომ ეუბნებოდა: წადით და დასთხიეთ ქვეყნად შვიდი თასი ღვთის რისხვისა.
წავიდა პირველი და დასთხია თავისი თასი ქვეყნად; და მოიწყლა სასტიკი და საზარელი წყლულებით ხალხი, რომელსაც ჰქონდა მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდა მის ხატს.
მეორე ანგელოზმა დასთხია თავისი თასი ზღვაზე, რომელიც იქცა [...]

აპოკალიფსი – 15

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეთხუთმეტე

და ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულებით, რომლებითაც მთავრდებოდა ღვთის რისხვა.
და ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლშერეული, და მხეცის, მისი ხატისა და მისი სახელის რიცხვის მძლეველნი, მინის ზღვაზე რომ იდგნენ და ხელთ ეპყრათ ღვთის ქნარები.
და გალობდნენ მოსეს, ღვთის მონის, საგალობელს და [...]

აპოკალიფსი – 14

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეთოთხმეტე

და ვიხილე: აჰა, კრავი იდგა სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც ჰქონდათ შუბლზე მისი სახელი და სახელი მისი მამისა.
და მომესმა ხმა ზეცით, როგორც მრავალი წყლის ზათქი და როგორც ქუნილის ხმა; ხოლო ხმა, მე რომ მომესმა, მექნარეთა ხმასა ჰგავდა, რომელნიც უკრავენ ქნარზე.
და გალობდნენ ახალ საგალობელს [...]

აპოკალიფსი – 13

იოანეს გამოცხადება

თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძისა

თავი მეცამეტე

დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე – ათი გვირგვინი, თავებზე კი – გმობის სახელნი.
მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები – დათვის ტორებს, ხახა კი – ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო [...]