წმ მამების ცხოვრებიდან

ერთმა კეთილმა ქრისტიანმა, სახელად დემოსმა, სიზმრად ნახა, რომ ერთგან მიწის ქვეშ ტაძარი იყო დამარხული. დილით თანასოფლელები გააღვიძა და ხილვა უამბო. წერაქვებითა და ნიჩბებით შეიარაღებულნი მიადგნენ სიზმრად ნანახ ადგილს. გათხარეს და ეკლესია მართლაც იპოვეს.

ამ ამბავმა დემოსი გააამპარტავნა. „ჰოი, დემოს, შენ ღვთის რჩეული ხარ!” – ეუბნებოდა გულისთქმა.

დემოსი პროფესიით მშენებელი გახლდათ და სამუშაოდ ათონს, ვატოპედის მონასტერს, ეწვია. აქ [...]

პატერიკი

ანგელოზები ზრუნავენ ადამიანების ხორციელ ჯანმრთელობაზეც ეს ზეციური დესპანნი ზრუნავენ ადამიანების არა მარტო სულიერ გადარჩენაზე, არამედ მათ ხორციელ ჯანმრთელობაზეც. პატერიკი მოგვითხრობს, თუ როგორ განკურნა მფარველმა ანგელოზმა ერთი მეუდაბნოე, რომელიც კუჭის ძლიერი ტკივილით იტანჯებოდა. ანგელოზი ეჩვენა სნეულს და ტანჯვის მიზეზი გამოჰკითხა. შემდეგ თითით ბასრი დანის მსგავსად გაუჭრა დაავადებული ადგილი, გამოწმინდა დაგროვილი ჩირქი და მერე ხელით ჭრილობა გაუმთელა; ამგვარად განკურნა მეუდაბნოე და დაუბრუნა მას ფიზიკური სიმრთელე. „აი, ისინი, რომლებსაც უფალი გზავნის წმიდანთა დასახმარებლად” ერთხელ აბბა ისიდორემ ამაღლებულ ადგილზე აიყვანა არაწმიდა ზრახვებთან ბრძოლით დაუძლურებული აბბა მოსე და უთხრა: „გაიხედე დასავლეთით”. მოსემ გაიხედა და დაინახა იქ უთვალავი დემონი, რომლებიც მოისწრაფოდნენ ადამიანებთან საბრძოლველად. აბბა ისიდორემ კვლავ უთხრა მას: „გაიხედე ახლა აღმოსავლეთით”. [...]