თბილისის კერძო სკოლა-ლიცეუმი “კვირიკე”

სკოლა “კვირიკე” დაკომპლექტდება გამოცდილი, პროფესიონალი მასწავლებლებით. სწავლება წარიმართება თანამედროვე აპრობირებული მეთოდებით;

მოსწავლეთა რაოდენობა კლასში: 20 მოსწავლე (+/- 1-2 მოსწავლე).
პირველი კლასიდან ჯგუფი გაიყოფა ინგლისურში და რუსულში.
მეოთხე კლასიდან ჯგუფი გაიყოფა ინგლისურში, რუსულში და მათემატიკაში.
მეშვიდე კლასიდან ჯგუფი გაიყოფა ყველა საგანში (ჯგუფში 10-12 მოსწავლე
სწავლების სისტემა:
სწავლება წარიმართება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად – შეისწავლება ყველა სავალდებულო საგანი. ამასთან, გარდა დადგენილი დისციპლი¬ნებისა, მოსწავლეები დამატებით შეისწავლიან:
პირველი კლასიდან ორ უცხო ენას – ინგლისურს და რუსულს (ზეპირმეტყველება), საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ჭადრაკს, სპორტის არჩევით კურსს (ცურვა, გამაჯანსაღებელი ვარჯიშები).
მესამე კლასიდან – მეტყველებას

სკოლაში შეიქმნება ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი.

მოსწავლეთა კვება: I-VI კლასის მოსწავლეები უზრუნველყოფილი იქნებიან ორჯერადი კვებით – ლანჩი და სადილი.

სკოლა იმუშავებს სრული დატვირთვით. შეიქმნება გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფი, სადაც ძირითადი სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით მოამზადებენ დავალებებს;

წარმოებს I-2-3 კლასელების მიღება და ჯგუფების დაკომპლექტება

მისამართი ალ. ყაზბეგის 47 საერო სკოლა კვირიკე
დეკანოზი გიორგი ყიფშიძე

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე 551 63 3000
აგრეთვე ინფორმაცია სკოლის შესახებ იხილეთ ინტერნეტ გვერდზე
www.kvirike.ge

ზემოთ
  • შემოგვიერთდით