წმინდა მამათა გამონათქვამები

1. ცხონების გზაზე სიკვდილამდე არ უნდა შევყოვნდეთ და გავჩერდეთ. ზნეობრივი სრულყოფილების რა ხარისხსაც არ უნდა მიაღწიო, მაინც სულ წინ უნდა ისწრაფოდე
2. შეუძლებელია, არ დაეცე; მაგრამ საჭიროა და ვალდებულიც ხარ, დაცემული ადგე. თუ სწრაფად მორბენალი რაიმეს დაეჯახა, მეყვსეულად ადგება და კვლავ მიზნისაკენ აგრძელებს გზას – მიბაძე მას.
3. ”ნუ ეცდები ღვთის ღრმად გამოკვლევას, უფრო მეტად ეცადე, მიემსგავსო მას.”

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი4. “როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე”

ნეტარი ავგუსტინე5. “ჩვენი სული ღვთისგანაა და მხოლოდ ღმერთში შეუძლია ჰპოვოს მან დამშვიდება და ნეტარება”
6. “იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი – ღმერთის გარეშე.”
7. “შენ ნახშირი ხარ ადამიანო, უფალი კი – შენი ალი და ნათელი”.
8. “ვისაც თავის თავშიღმერთიჰყავს, მას ყველაფერი აქვს, თუნდაც – ამქვეყნად ყველაფერი დაკარგოს.”
9. “თუ ღმერთთან ერთად ხარ, ნებისმიერი ადგილზე გაქვს სახლ-კარი და სამშობლო, ღვთის გარეშე კი სახლიცა და მამულიც გადასახლება და ტყვეობაა.”

წმ.ტიხონ ზადონელი10. “თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი- ზეცაში ყოფნაც წამებაა.”

წმიდა ტიხონ ზადონელი11. “ღმერთი წრეა, რომლის ცენტრიც ყველგანაა, გარესაზღვარიკი – არსად.”

წმიდა იოანე დამასკელი12. “მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე – მიწისთვის; ის ჩვენ გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს”
13. “როგორც ქარწაღებულიხომალდი ქანაობს აქეთ-იქით ქარიშხლის ნებაზე, ასევე სულიც, რომელიც ღვთის მადლს მოკლებულია, მუდმივად ცოდვისაგან იმართება, რომელიც მას იქით კი არ მიაქანებს, საითაც თავად სურს, არამედ იქით – სადაც დემონს უნდა.”
14. “რელიგია დედის წიაღია, საიდანაც გამოვიდა კაცობრიობის მთელი სულიერი ცხოვრება; კაცთა მოდგმის მთელი მაღალი კულტურა რელიგიის შვილია.”
15. “ურწმუნოება – ცრურწმენის ტყუპისცალია”
16. “იმაზე უდიდესი ბოროტება არ არსებობს, ვიდრე საკუთარი ნების გატარება და არა – ღვთის ნებისამებრ ცხოვრება.”
17. “თუ გსურს,მწუხარების გარეშე იცხოვრო, ეცადე, უფალს აამო.”

ამბა ევაგრე18. “რა გავაკეთო, რომ უფალს ვაამოთ? – ჰკითხეს წმინდა ანტონი დიდს. მან უპასუხა: “სადაც არ უნდა იყო, ყოველთვის თვალწინ გყავდეს მამაზეციერი; რა საქმითაც არ უნდა დაკავდე, ნახე, იწონებს თუ არა ამას წმიდა წერილი.”
19. და და მეგობარი მარხვისა არის ლოცვა

/სულიერი მდელო/20. მთვარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს – მარადიული სიყვარულის დღესასწაული.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *